ლიდერების მიერ პარტიის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელწოდება შეეცვალა და ”ევროპული საქართველო” ეწოდა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ნიკა მელიას ნაცვლად მას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს.სახელწოდება უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციას შეეცვალა - “ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა. პარტიის დატოვების პროცესი გრძელდება აჭარაში