გონიოში, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

27 აგვისტო 2022, 18:07 2126 ნახვა

გონიოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიება  ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში