ანსამბლ ''რუსთავის'' მორიგი წარმატება

27 აგვისტო 2022, 10:43 1090 ნახვა

ანსამბლ „რუსთავის“ მორიგი წარმატება. ბელგიის სამეფოს ქალაქ ვატერლოოსთან მდებარე ვილერის სააბატოში ორი დღის განმავლობაში საგუნდო სიმღერების საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა.

ნაპოლეონ ბონაპარტის დროს დარბეული ციხე-სიმაგრისა და კათედრალის ტერიტორიაზე მოწყობილ ექვს ლოკაციაზე მაყურებლის წინაშე ანსამბლ „რუსთავის“ გარდა, ამერიკელი, ბრიტანელი, ბელგიელი და ფრანგი მომღერლები წარსდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართული პოლიფონიისა და ანსამბლ „რუსთავის“ მოსასმენად ყველაზე მეტი მსმენელი შეიკრიბა.  

ანსამბლმა „რუსთავმა“ ტრადიციული პროგრამის გარდა, იტალიური სიმღერაც შეასრულა. ორი დღის განმავლობაში „რუსთავმა“ რვა კონცერტი გამართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი