“ღამის სერენადები”

26 აგვისტო 2022, 11:15 706 ნახვა

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიწყო. პირველი საღამო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო  კლარნეტისტად აღიარებულმა  საბინე გროფმაიერმა გახსნა. მუსიკოსი ბათუმში წელს პირველად იყო და სცენიდან მაყურებელს ამ ქალაქით აღფრთოვანების შესახებ ემოციებით მიმართა. ვირტუოზმა კლასიკური მუსიკის რეპერტუარი საათნახევრის განმავლობაში უწყვეტად შეასრულა.

დღეს ფესტივალის ფარგლებში პიანისტი ქეითი მაჰანი დაუკრავს, რომელმაც რამდენიმე ნაწარმოები გასულ საღამოს უკვე შეასრულა. ფესტივალზე წარმოდგენილია საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზებით“. ფესტივალი „ღამის სერენადები“ ცნობილმა მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ აფხაზეთში დააფუძნა და წელს  40 წლის იუბილე აქვს. სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძეა. 27 აგვისტოს ბათუმში ლიანა ისაკაძის წიგნის „მუსიკის ზეიმის“ პრეზენტაცია გაიმართება. ფესტივალი მოიცავს ასევე  მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს.

ფესტივალი თბილისში 17-18 სექტემბერს გაგრძელდება.  „ღამის სერენადებს„ პირდაპირ ეთერში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი