არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

25 აგვისტო 2022, 14:17 705 ნახვა

20  არასამთავრობო ორგანიზაციის  ერთობლივი განცხადება. სამოქალაქო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ  მას შემდეგ, რაც ,,სამართლიანი არჩევნები’’ მმართველმა პარტიამ დაბლოკა და  სამუშაო ჯგუფში  ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისგან რეაქცია მოჰყვა, „ქართული ოცნება“ საპასუხოდ თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მიაჩნიათ, რომ  „ქართული ოცნების“ მხრიდან  წარმართული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა.  

,,ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღის წესრიგით საქმიანობა გაიადვილოს“- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი