საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება - საიამ პარლამენტს მოსაზრებები წარუდგინა

25 აგვისტო 2022, 14:20 542 ნახვა

განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  რომელშიც ნათქვამია, რომ   სამუშაო ჯგუფისთვის მათ მიერ წარდგენილ  წერილობით  მოსაზრებებსა და  რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს,  მმართველი პარტია  არ განიხილავს თუ  საია არ დაესწრება  სამუშაო ჯგუფის შეხვედრას.  

,,იმის მიუხედევად, რომ ორგანიზაცია არის საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი, საიამ უარი განაცხადა მომდევნო შეხვედრებზე დასწრებაზე მანამ, სანამ პროცესი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების  მონაწილეობით სრულიად ინკლუზიური არ გახდება.

საია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ISFED-ის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა, ხოლო ამჯერად, საიასთვის წაყენებული ულტიმატუმი აზიანებს პროცესს, საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და ეწინააღმდეგება როგორც ევროკომისიის, ისე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი