საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებაზე პარლამენტში მსჯელობენ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაა. შეხვედრა ოპოზიციის გარეშე საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი ხშირად უნდა მიდიოდეს და დეპუტატებს ინფორმაციას უფრო ხშირად უნდა აწვდიდეს.