“ღამის სერენადები" იწყება. ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალს 40 წელი უსრულდება. საკონცერტო საღამოები ბათუმში 25-26 აგვისტოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში 20:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული მუსიკოსები და წარმატებული შემსრულებლები არიან მოწვეულები.
"ღამის სერენადების" ფარგლებში დაიბეჭდა ლიანა ისაკაძის წიგნი " მუსიკის ზეიმი".
წიგნის პრეზენტაცია 27 აგვისტოს აჭარის მწერალთა სახლში გაიმართება. ფესტივალი ლიანა ისაკაძემ დაარსა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძეა.