დღეს “კოლხობა” გაიმართება

24 აგვისტო 2022, 14:08 714 ნახვა

ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული „კოლხობა“ აღინიშნება. წელს ღონისძიება სარფში ზღვის სანაპიროზე  მოეწყობა. 

დაგეგმილია გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების ნამუშევრები.  გაიმართება კოსტიუმირებული პერფომანსი.

ღონისძიებაში მუსიკალური ჯგუფები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

საღამოს 8 საათზე კი  ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართება.   

ზეიმისთვის 20 ათასი ლარი დაიხარჯება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი