შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან

24 აგვისტო 2022, 12:04 663 ნახვა

ნიდერლანდების სამეფოს ელჩს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე აჭარაში ტურიზმის  აღდგენის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების  შესახებ ისაუბრეს.

აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო განვითარებაზე.

ითქვა, რომ ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა ინვესტიციები ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები, ინფრასტრუქტურა. 

ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი