„ყირიმის პლატფორმის“ სამიტში დღეს პოლონეთის პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. “”ყირიმი არის და იქნება უკრაინა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი ეკუთვნის პოლონეთს, ისევე როგორც ნიცა ეკუთვნის საფრანგეთს, კიოლნი კი გერმანიას””, - განაცხადა ანჯეი დუდამ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.დუდას განცხადებით, ზოგიერთმა ლიდერმა ხელახლა უნდა გაიაზროს დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის მიმართ დაყვავების პოლიტიკა საქმეს არ გამოასწორებდა.