საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი ხელვაჩაურში. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი გოროდოკი-ახალშენი-ზედა წინსვლის გზის მოწყობას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, გარდამავალი პროექტის მიხედვით წელს სამუშაოების გარკვეული ნაწილი შესრულდება, მოეწყობა სანიაღვრე არხები.
მომავალ წელს კი დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.