მოძრაობა „ხალხის ძალის"მორიგი განცხადება, რომლითაც ოცნებიდან გასული დეპუტატები "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურებიან. მიაჩნიათ, რომ ,,ისფედის“ ქომაგობით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. დეპუტატები ქართული ოცნებიდან კი აცხადებენ, რომ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ლოგიკური და თანიმდევრულია. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.