21 აგვისტო გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. უკვე მეორე წელია საქართველო ქართველი გენერლის დაბადების დღეს სამშობლოში აღნიშნავს. მისი ხსოვნის პატივსაცემად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის საფლავი თაიგულებით შეამკეს და გენერლის ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს.
გადმოსვენების თემაზე მუშაობა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო.