ბათუმის აგრარულ ბაზარში 2.5 ტონა „საეჭვოდ მიჩნეული“ ხორცი დაილუქა

21 აგვისტო 2022, 12:10 1041 ნახვა

ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დაილუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს.

ობიექტების ნაწილი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, ზოგ მათგანში გამოვლინდა ისეთი სახის შეუსაბამობები, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ პირუტყვი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული; ტან-ხორცის არასათანადო დანაწევრება, როცა არ იყო მოცილებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი მაღალი რისკის პათოგენური მასალა.

გარდა აღნიშნულისა, სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ბაზარში ჩატარდა დასუფთავებისა და რეცხვა-დეზინფიცირების სამუშაოები.

მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 000 კგ-მდე ხორცი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში