დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს. ცესკო-ს წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამი განაცხადია წარდგენილი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები უკვე წარუდგინა.
წევრობის მეორე ვაკანტურ ადგილზე კი, შესაბამისი კადრები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.