“ქართული ოცნების” პირობა “ისფედს” და პარტნიორების მოწოდება 

20 აგვისტო 2022, 17:29 692 ნახვა

„ევროკავშირი ელოდება 12 პუნქტის შესრულებას, ამის პარალელურად კი როგორც „ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ  ქართული ოცნება“ კარს უხურავს არასამთავრობოებს.  პარტიაში მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტიისთვის  მიუღებელია ყველა პარტნიორი, რომელიც არაკომფორტულ პირობებს უყენებს.

რეკომენდაციების შესრულებისას, ​ენჯეოების ჩართულობაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

სტრატეგია აღმაშენებელში კი აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორები ხედავენ საფრთხეებს, რასაც „ქართული ოცნება“ უქმნის ევროინტეგრაციის პროცესს.

სახელისუფლებო პარტიაში კი ჯერ ჯერობით გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და აცხადებენ, რომ საკითხს იმ შემთხვევაში გადახედავენ,  თუ „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში