ფილმი მუსიკოს ზვიად ბოლქვაძის ცხოვრებასა და მუსიკალურ მოღვაწეობაზე - დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ზვიად სირაბიძეა.
ნამუშევრის პრემიერა დღეს შედგა და იგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების ფარგლებშია გადაღებული. ფილმის თანადაფინანსებაში მონაწილეობა ბიზნესმენმა მიხეილ ართმელაძემ მიიღო.
დოკუმენტური კინოს ხილვა მაყურებელს უახლოეს დღეებში აჭარის ტელევიზიის საშუალებით შეეძლება.