პროკურატურამ სოფელ ავლევში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

19 აგვისტო 2022, 19:12 497 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს,  ბრალდებულმა მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, დაახრჩო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.  დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში