ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

19 აგვისტო 2022, 14:01 721 ნახვა

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის კაცი  დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ნაცნობი ქალი  გაგუდა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი