ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ნინო ლომჯარია თორნიკე რიჟვაძისთვის, რომელმაც დღეს ქვეყნის პირველი უფლებადამცველი გააკრიტიკა საკონსტიტუციო სარჩელის გამო.ნინო ლომჯარიას უწყება ასაჩივრებს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სამშენებლო რეგულაციებს ეხება, და რომელიც ბათუმზეა მორგებული. კონკრეტულად კი ავარიული სახლების მშენებლობებზე. სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რომ ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ ზოგიერთ მშენებლობაზე არ გავრცელდეს გარკვეული სამშენებლო ვალდებულებები. მათ შორის შენობების უსაფრთხოების, ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოსა და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზების შესახებ. ამასთან ბათუმის მერს ექსკლუზიური უფლებები ენიჭება.რიჟვაძემ კი დღეს თქვა,რომ ბოლომდე დაიცავენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.