სამუშაო შეხვედრა და პროტესტი პარლამენტში

18 აგვისტო 2022, 17:14 752 ნახვა

ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირი დემარშია „სამართლიანი არჩევნებისა“ და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად-აცხადებენ „სამართლიან  არჩევნებში“. როგორც იცით, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნებს“ არ მისცეს მონაწილეობის ნება, რომელზეც დეპუტატმა მმართველი გუნდიდან გივი  მიქნაძემ განაცხადა,  რომ ეს  მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.   მისივე თქმით,  თუ „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნება,  მათი კარი ღიაა. საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველად შეიკრიბა,  რომელშიც როგორც უკვე გითხარით, სამართლიან არჩევნებს ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა, რის შემდეგაც   პროტესტის ნიშნად პროცესს გამოეთიშა საია.   

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში