თბილისში დედის მკვლელობისთვის 17 წლის პირი დააკავეს, დაკავებულია მისი მეგობარიც. პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული პირი დააკავა.
დაკავებულია 2003 წელს დაბადებული პირიც, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, 34 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში შვილს თავისი მეგობარი ეხმარებოდა. გამოძიება დაკავებულებს ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.