ბათუმში, ბაგრატიონის #214-ში სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეკრეაციულ სივრცეში დაიგო კაუჩუკის საფარი და დეკორატიული ფილები. დაიდგა ახალი ატრაქციონებიც.
პარალელურად ინფრასტრუქტურა განახლდება აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩებზე მდებარე სკვერებშიც. ჯამში სამივე სკვერის მოწყობისთვის 526 ათას 125 ლარი უნდა დაიხარჯოს.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.