აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შინდისის გმირების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"შინდისის ბრძოლას 17 მეომრის სიცოცხლე შეეწირა, საქართველო არასდროს დაივიწყებს გმირებს.
ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება" - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. საქართველოში პატივს მიაგებენ რუსეთის არმიის ასეულთან ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას.