სამუშაო შეხვედრა პარლამენტში

10 აგვისტო 2022, 14:45 961 ნახვა

პარლამენტში ბრიუსელის 12 დავალების შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. დღეს რეკომენდაციებზე მომუშავე იმ ჯგუფის პირველი შეკრება შედგა, რომელმაც სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე უნდა იმუშაოს.

რეკომენდაციების მეოთხე პუნქტის თანახმად, ისეთი მექანიზმები უნდა შემუშავდეს, რომლითაც ეს სამსახურები უფრო გაძლიერდება. ჯგუფში შემავალი ოპოზიცია თვლის, რომ საჭიროა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეიცვალოს. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა ინიციატივის განხილვისთვის მზად არიან. ჯგუფში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი