მეზღვაურთა ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში 300-მდე ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შენდება.
მოეწყობა ეზო, ახალი სპორტული მოედანი, საპარკინგე სივრცე და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, რისთვისაც 3 მილიონ 475 ათასი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
წელს ბათუმში სულ 4 საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში, რისთვისაც ჯამში 9 მილიონ 413 ათას 610 ლარი არის გათვალისწინებული.