გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი კალათბურთში დაიწყო ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას.
ფინალური თამაშები ბათუმის ბულვარში გაიმართება, სადაც ასევე დაგეგმილია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჩვენებელი თამაში პარა-კალათბურთში. ტურნირში წელს პირველად მონაწილეობენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც.
19 აგვისტოს გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.