12 რეკომენდაციზე მუშაობა გრძელდება

10 აგვისტო 2022, 11:38 782 ნახვა

კიდევ ერთი შეხვედრა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში იურიდიული კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იწყება.

დეპუტატები სავარაუდოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერების შესახებ იმსჯელებენ.

აღნიშნული ბრიუსელის 12 დავალებაში მეოთხე პუნქტადაა ჩაწერილი.

ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფებში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს და საკუთარი დღის წესრიგით ხელმძღვანელობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი