ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

09 აგვისტო 2022, 19:42 759 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიენ კრამპს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფები მუშაობენ.

„ევროკავშირის წარმომადგენელს დეტალურად ვესაუბრე სამუშაო ჯგუფების მიმართულებებზე, შემადგენლობაზე, მიზნებზე და პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ინკლუზიურად მიმდინაროების თაობაზე. ასევე, გავაცანი როგორია ჩვენი ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და რა ვადებშია გაწერილი ეს პროცესი. გავცვალეთ მოსაზრებები და პრინციპში, მათ აქვთ სრული ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების საქმიანობისა და პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ოფისი საქართველოში სრულად იყოს ინფორმირებული 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე, რომელიც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ევროკავშირში საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი