ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. პარლამენტში ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფია შეკრებილი. ფორმატი უცვლელია, შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება. ისინი ამბობენ, რომ მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ 12 პუნქტიან გეგმაზე მთავრობასთან ერთად მუშაობას არ აპირებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრები მნიშვნელოვანი ნაბიჯია.