ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

09 აგვისტო 2022, 14:32 1267 ნახვა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, აიღო 1 500 ლარი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“, - აღნიშნულია სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი