ორწლიანი პაუზის შემდეგ აჭარის მთავრობისა და კულტურის პალატის ინიციატივით 13, 14 და 15 აგვისტოს ბათუმში“ სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება. როგორც "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, წარმოდგენილი იქნება ახალი ნომრები, რომლებმაც თბილისში მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურეს. სამდღიანი კონცერტის შემდეგ „სუხიშვილები“ მსოფლიოს მაშტაბით ხანგრძლივ ტურნეს იწყებენ. ბათუმში გამართული ერთ-ერთი კონცერტი ტექნიკური უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება.