მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი ტურისტებზე გააკეთა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ბევრ ადამიანს ასაქმებს.მისივე თქმით, ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უშლიდე ხელს. მინისტრმა აღნიშნა, რომ აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში გადაჭარბებული რაოდენობაა ტურისტების, იმ ტენდენციების დაზიანებაა, რომელიც გვაქვს.