ამ დრომდე ვაკანტურია ქობულეთის გამგებლის მოადგილის პოსტი. სულხან ევგენიძის განმარტებით, ამ თანამდებობაზე ახალი კადრი სავარაუდოდ მომავალ კვირას დაინიშნება. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა ამ შემთხვევაში როტაციის პრინციპით იხელმძღვანელოს და მისი მოადგილე, ისევ გამგეობიდან შეარჩიოს. შეგახსენებთ, მოადგილის პოსტი თვე ნახევარია ვაკანტურია. ირაკლი ცეცხლაძემ პოსტი 30 ნოემბერს, მისივე განცხადების საფუძველზე დატოვა.