ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი ოკუპანტის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

06 აგვისტო 2022, 11:01 657 ნახვა

საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ.

ისინი უკვე იმყოფებიან  ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათი გათავისუფლებისთვის არაერთი მექანიზმი გამოიყენა ხელისუფლებამ, მათ შორის  საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი