საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 13 და 14 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.
თუმცა მანამდე 6, 7 და 8 აგვისტოს 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები შედგება.
7 აგვისტოს ქობულეთში ''ჩელე არენაზე'' 17:00 საათზე ''შუქურა'' ''გაგრას'' მიიღებს. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი ''ვიტ ჯორჯიასა და "ლოკომოტივს'' შორის საუკეთესის დაუპირისპირდება.
8 აგვისტოს კი ხელვაჩაურის ''მაჭახელა'' ''ანგისას ბაზაზე'' გორის ''დილას'' უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
''დინამო ბათუმი'' ასპარეზობას პირდაპირ მერვედფინალიდან იწყებს. შავიზღვისპირელები "სამტრედია'' და ''დინამო'' თბილისს შორის უმჯობეს შეხვედებიან.