ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

05 აგვისტო 2022, 20:53 2038 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის იყო დაავადებათა კონტროლის დირექტორი. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ მსგავსი საუბარი გვქონდა." – განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი