ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში რასიზმსა და ეკონომიკურ უთანასწორობას შეერთებული შტატების დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე უწოდა. ობამამ ამერიკელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მისი ძირითადი მიღწევები დაასახელა. 20 იანვარს მას ამ პოსტზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შეცვლის.