აჭარის მწერალთა სახლში თურქეთში მოღვაწე ქართული კულტურის დესპანს მერი დიასამიძეს უმასპინძლეს. მერი დიასამიძე 9 წელია თურქეთში ცხოვრობს და იქ მცხოვრებ ქართველებს ენის სწავლასა ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება. ამჟამად არის სტამბოლის ბეიქოზის სახალხო განათლების ბაზაზე არსებული ქართული ენის საკვირაო კურსების მასწავლებელი და ამავე ასოციაციის კულტურის ელჩი.