თორნიკე რიჟვაძისა და ალექსანდერ ვინნიკოვის შეხვედრა

05 აგვისტო 2022, 17:49 750 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. ალექსანდერ ვინიკოვმა და თორნიკე რიჟვაძემ მიმოიხილეს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. როგორც აღინიშნა, ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და თანამშრომლობა ღრმავდება. იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც. თორნიკე რიჟვაძემ ალექსანდერ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ნატოს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი