ჩინეთმა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის, ტაივანში ვიზიტის გამო, სანქციები დაუწესა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის განმარტებით, პელოსმა სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.
"ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დაჟინებით მოითხოვა ჩინეთის ტაივანის რეგიონში ვიზიტი. ეს ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, რაც სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულად არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში. პელოსის აღმაშფოთებელი პროვოკაციის საპასუხოდ, ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კანონების შესაბამისად“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღმდეგობისა და მუქარების მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სპიკერი პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს და სიტყვით მიმართა პარლამენტს, ის ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.