Bloomberg-ის ცნობით,ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მოწოდებით გამოდის რომ შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ესტონეთის პირველი დიპლომატი წინადადებით გამოდის, აღნიშნული ზომა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების შეჩერების გარდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესეს.