საპარლამენტო ოპოზიციის ორი ალტერნატიული მიმართვა „ქართულ ოცნებას“ – 48 ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებას ერთობლივი განცხადებით მიმართავს და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ "ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანიის" შეწყვეტას ითხოვს. ეს ერთადერთი განცხადება არ არის.
დღეს კიდევ ერთი მიმართვა ოცნების სახელზე „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ გაავრცელეს.
პარტიებს მიაჩნიათ, რომ დეპოლარიზაცია მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მიიღწევა.