ხვიჩა კვარაცხელიამ ''ნაპოლის'' შემადგენლობაში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი.
21 წლის ქართველმა მეხუთე ამხანაგური მატჩი გამართა და ''ჟირონას'' მე-80 წუთზე პენალტი გაუტანა, რომელიც თავადვე მოიპოვა.
საერთო ჯამში ნეაპოლელებმა შეხვედრაში 3:1 იმარჯვეს.
ხვიჩამ სულ 5 ამხანაგური მატჩი ითამაშა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
ქართველის კლუბს შემდეგი ამხანაგური 6 აგვისტოს ''ესპანიოლის'' წინააღმდეგ ელოდება.
15 აგვისტოს კი სერია A -ს პირველ ტურში გასვლაზე მეტოქე ''ვერონას'' დაუპირისპირდება.