საქართველოს ნაკრები პრეციზიული სროლის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

03 აგვისტო 2022, 22:22 1245 ნახვა

საქართველოს პრეციზიული სროლის ნაკრები საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. პრეციზიული სროლის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს 14 მსროლელი წარმოადგენს.

ქალაქ ბიჩეში 4 სამხედრო და 10 სამოქალაქო მსროლელი ერთობლივად წარსდგებიან.

მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა ''ვემსახურები საქართველოს'' ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე.

მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი პრეციზიულ სროლაში 6 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი