ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

03 აგვისტო 2022, 19:58 788 ნახვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელმა  ტაივანი დატოვა. ნენსი პელოსი დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ აშშ-ის კონგრესის ხუთ წევრთან ერთად ტაივანის ხელმძღვანელობას შეხვდა.ნენსი პელოსი გახდა ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ტაივანს ბოლო 25 წლის განმავლობაში ესტუმრა. ჩინეთმა პელოსის ვიზიტი დაგმო და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში. პეკინმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს პელოსის ვიზიტის საპასუხოდ და აღნიშნა, რომ მისგან გამომდინარე შედეგები აშშ-ის და სეპარატისტული „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალების პასუხისმგებლობა იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში