ოპოზიციის ნაწილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მათ ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით არჩევის წესთან მიმართებაში იმსჯელეს, რაც არის ევროკავშირის რეკომენდაციების ბოლო პუნქტი.
ეს პარტიები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლებენ მხოლოდ საკომიტეტო და სასესიო ფორმატებში და ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფების მუშაობას არ აქვს აზრი.