ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობას გაეცნო. პროექტი დასრულების ეტაპზეა. გაზსადენის ამოქმედების შემდეგ მოხდება აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ასევე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.
გაზსადენის ეს განშტოება ჯამში 60 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
მშენებლობაზე, დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.