ოთარ შამუგია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

03 აგვისტო 2022, 11:15 817 ნახვა

გარემოს  დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების საკითხები, უკვე მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების აქტიური ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი